რთველი 2020: კახეთში 2,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnik / Stringerყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაბარებული ყურძნის ღირებულება თითქმის 2,6 მილიონ ლარს შეადგენს. რთველში სულ უფრო მეტი ფერმერი და ღვინის საწარმო ერთვება.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. „რთველი 2020“-ის ფარგლებში ქარხნებში სხვადასხვა ჯიშის 2,5 ათას ტონამდე ყურძენია ჩაბარებული, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო. 

ვაშლი ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
ყურძნის შემდეგ – ვაშლი: მთავრობამ ვაშლის შესყიდვის სუბსიდირება გადაწყვიტა

დღევანდელი მონაცემებით, საკოორდინაციო შტაბში, რომელიც თელავში ფუნქციონირებს, 120-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ჩაბარებული ყურძნის ღირებულება ამ ეტაპზე თითქმის 2,6 მილიონ ლარს შეადგენს.

COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს „რქაწითელისა" და „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება.

სუბსიდიას მიიღებენ ღვინის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებისთვის დადგენილია ფიქსირებული ფასი – 1 კგ ყურძენში არანაკლებ 80 თეთრი. სახელმწიფო სუბსიდია თითოეულ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისათვის მევენახეებმა უკვე ჩააბარეს 619,6 ტონა „რქაწითელი“ და 38 ტონა „კახური მწვანე“.

 

ყველა ახალი ამბავი
0