დატოვა თუ არა სასტუმრო „ოაზისი“ ანუკი არეშიძის დედამ: მერის მეუღლის კომენტარი

© photo: Anna's blog / FB ანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“, სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩაიკეტება და დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე ანუკი არეშიძე ტყუილს უწოდებს ოპოზიციური „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დედამისმა ჩაქვში სასტუმრო „ოაზისი“ დატოვა.

ჩაქვში მდებარე სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისი“, სადაც ერთ-ერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, ჩაიკეტება და დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა. სასტუმროში იმყოფებოდა 400 ქართველი ექიმი, მათ შორის ანუკი არეშიძის დედა. ქართველი ექიმები იქ სამედიცინო კონფერენციაზე შეიკრიბნენ. გარდა ამისა, სასტუმროში მუშაობს დაახლოებით 450 ადამიანი. შესაბამისად, ათასამდე ადამიანი შესაძლოა კარანტინში აღმოჩნდეს.

„ტყუილია!!!! გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისის“ ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით“, – წერს ანუკი არეშიძე.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდული რაოდენობით - 38-ით გაიზარდა და 1548-ს მიაღწია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 1270 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6059, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 239 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0