Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერთმანეთის გარეშე 6 თვე...“ – რა მოხდა საქართველოს ულამაზესი წყვილის ცხოვრებაში?

© photo: Mariam Shukakidze / FBმარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ქალი „ინსტაგრამზე“.

ბათუმელ წყვილს მთელი საქართველო იცნობს. მათი სილამაზის შესახებ საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქტიურად საუბრობენ. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. მარიამ შუკაკიძე დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

„სიყვარულში ძალიან მალე გამომიტყდა და პირდაპირ მითხრა, ჩემი ცოლი უნდა გახდეო", – აღნიშნავს მარიამი. მარიამისა და დავითის შესახებ რუსული ინტერნეტმედიისთვის „ინსტაგრამით“ გახდა ცნობილი – სოციალურ ქსელში მარიამს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მის ფოტოებს ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვება. მარიამი ასევე „მის ბიკინი 2014“-ის მონაწილეა.

View this post on Instagram

Family From Georgia ❤️ #happiness ♥️♥️♥️

A post shared by Mariam 💕 David (@mariamshu) on

„ჩემი მეუღლე 2017 წელს გავიცანი. მისმა ნათესავმა გაგვაცნო. როგორც იტყვიან, ერთი ნახვით შეგვიყვარდა ერთმანეთი. შემდეგ ექვსი თვით წავიდა გემზე. ჩამოსვლის შემდეგ ერთ კვირაში დავოჯახდით“, – ამბობს მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილს უკვე ჰყავს წამოზრდილი ქალიშვილი მართა, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება შესძინა მათ ოჯახს, 20 იანვარს კი წყვილს მეორე ქალიშვილი – მილენა შეეძინა.

ცოტა ხნის წინ მარიამმა გულისამაჩუყებელი პოსტი მიუძღვნა მეუღლეს, რომელიც, როგორც ჩანს, პროფესიიდან გამომდინარე, 6 თვე ოჯახიდან შორს იმყოფებოდა და მშვიდობიანად დაუბრუნდა მათ.

ყველა ახალი ამბავი
0