ანუკი არეშიძე უსიმპათიურესი ვაჟების სურათების და ვიდეოების გაზიარებას არ წყვეტს. მის ობიექტივში ვაჟები ყველაზე საყვარელ ვითარებაში ხვდებიან. მისი „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ხშირად ხვდება ყველაზე უმცროსი ვაჟი ნიკოლა კალაძე, რომელიც 2018 წლის სექტემბერში საფრანგეთში დაიბადა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. მშობლებმა ნიკოლა კალაძე საზოგადოებას მისი გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს. ცოტა ხნის წინ დიზაინერმა უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლა მამას სცემს, ვაჩე კი კუთხეში გაბუტული ზის დივანზე.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლა კალაძე დედას ძალიან ჰგავს. პატარა ბიჭმა მშობლების ცხოვრების რიტმი შეცვალა.
როგორც ანუკი აღნიშნავს, ბიჭები მისი მოტივატორები არიან. ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებში დიდ სიყვარულსა და მეგობრობას აღვივებენ. პატარა ბიჭები ერთმანეთს უვლიან და უფროსები დედას უმცროსების აღზრდაში ეხმარებიან.
ანუკი არეშიძემ ამის დასტურად ჯვრისწერის ფოტოები არაერთხელ გამოაქვეყნა. სურათებზე უფროსი ვაჟი ლევანი ყველაზე პატარა ნიკოლას ხელით დაატარებდა. ანუკიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია ლევანისა და დანარჩენი ვაჟების არსებობით, რადგან ისინი ძალიან მეგობრობენ.
View this post on Instagram