კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1487 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 1240 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1487 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 1240 ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 19 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5524, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 221 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0