კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alex Shlamovსასწრაფო ინფექციური ტერიტორიაზე
სასწრაფო ინფექციური ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორ დღეში კლინიკებიდან გაეწერა 25 გამოჯანმრთელებული პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი

თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში შვიდით გაიზარდა და 1469-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ბოლო ორ დღეში კლინიკებიდან გაეწერა 25 გამოჯანმრთელებული პაციენტი, პანდემიის დაწყებიდან სულ გამოჯანმრთელდა 1221 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5924, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 209 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0