კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBსაქართველოს ერთ-ერთ ლაბორატორიაში
საქართველოს ერთ-ერთ ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ცხრით გაიზარდა და 1462-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0