რომელ ქვეყნებში შეძლებთ საქართველოდან გაფრენას? სექტემბერში დაგეგმილი რეისების განრიგი

© photo: Sputnik / StringerAirZena - Georgian Airways
AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა სექტემბერში დაგეგმილი ფრენების განრიგი გამოაქვეყნა. 

ცარიელი აეროპორტი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

ავიაკომპანიას ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 27 აგვისტოს მიენიჭა.

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული პროტოკოლის სრული დაცვით.

საქართველოდან საფრანგეთის მიმართულების ავიარეისი 1 სექტემბერს განხორციელდება. გარდა ამისა, ფრენები დაგეგმილია ევროპის სხვა ქალაქებშიც.

მთლიანობაში, ამ თვეში დაგეგმილი ფრენების განრიგი ასეთია: 

1 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

2 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 10:10, მოფრენა 21:15);

3 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);

4 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

5 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

7 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

11 სექტემბერი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

12 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

13 სექტემბერი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);

14 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

15 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

19 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

21 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

22 სექტემბერი, თბილისი – პარიზი – თბილისი (გაფრენა 08:15, მოფრენა 19:00);

26 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

28 სექტემბერი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:35);

 

გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაახანგრძლივა. შეზღუდვა 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის (გერმანია), პარიზისა (საფრანგეთი) და რიგის (ლატვია) აეროპორტებს შორის.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

ყველა ახალი ამბავი
0