ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად: ეროვნული ბიბლიოთეკა სტუმრებს ელოდება

© National Library of Georgiaეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიბლიოთეკამ მუშაობა მარტის დასაწყისიდან შეაჩერა. თუმცა, დაწესებულების დირექტორმა პანდემიის პერიოდშიც საზოგადოების სხვადასხვა ფენის დასახმარებლად არაერთი აქცია და ღონისძიება გამართა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები 1 სექტემბრიდან გაიხსნება, დაწერა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ცნობილმა მწერალმა და ტელეწამყვანმა გიორგი კეკელიძემ Facebook-გვერდზე. 

 „ 1 სექტემბერს, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, სპეციალური წესების დაცვით, სამკითხველო დარბაზები მუშაობას განაახლებენ“, – წერს კეკელიძე. 


ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სპეციალური ვიდეოინსტრუქცია, რომელთა გათვალისწინებაც მოუწევთ როგორც ბიბლიოთეკის სტუმრებს, ისე თანამშრომლებს. წესებს შორისაა პირბადის ტარება, დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანციის მკაცრად დაცვა.

პანდემიის პერიოდში, ამ ექვსი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობის მხარდაჭერის პროცესში. გიორგი კეკელიძის ინიციატივით ბიბლიოთეკა არაერთხელ დაეხმარა დაწესებულების ასაკოვან თანამშრომლებს, გამართა სხვადასხვა უფასო აქციები, ასევე დონორის დღეები.

ყველა ახალი ამბავი
0