აჭარას საშიშ ზონად გამოაცხადებენ? – რეგიონში ინფიცირების ორი ჯაჭვი გამოვლინდა

გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1455-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაცვლილია 19 პაციენტი.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. სპეციალისტები აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ – არსებულ შემთხვევებს კიდევ ორი ჯაჭვი დაემატა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ერთ შემთხვევაში ვირუსი ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრებს დაუდგინდათ. ინფიცირებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის 15 წლის მოზარდი. 

ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
ორი კარავი ბათუმში და კორონავირუსზე ტესტირება ნებაყოფლობით: ტრიალებს თუ არა ვირუსი აჭარაში

გუშინ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19 დაუდგინდა ოჯახური ტიპის სასტუმროს მეპატრონეს, რომელიც ქობულეთში სააფთიაქო ქსელ „ავერსის“ თანამშრომელია. იდენტიფიცირებული და იზოლირებულია 60 ადამიანი, რომელთაც ფარმაცევტთან ჰქონდათ კონტაქტი. მათ შორის, რა თქმა უნდა, „ავერსის“ თანამშრომლებიც არიან.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი მხოლოდ 2021 წლის დასაწყისში იქნება. მანამდე კი მოქალაქეებმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და დაიცვან დაწესებული ყველა რეგულაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არაა, რომ საქართველომ დაკარგოს „მწვანე ზონის“ სტატუსი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1455-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაცვლილია 19 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0