კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია, თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 230 ინფიცირებული მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 19  პაციენტი გადის მკურნალობას.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ყველა შემთხვევაში ცნობილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

ტესტირება - Sputnik საქართველო
პლუს 40: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

11 ინფიცირებულიდან ერთი სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ექვსი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ოთხი კი „იმპორტირებულია“, მათგან ერთი სატვირთოს მძღოლია.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 230 ინფიცირებული მკურნალობს.  უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 19 პაციენტი გადის მკურნალობას.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 82%-ია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1447 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1190, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5943 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0