პროფსასწავლებლებში ტესტირების ჩატარების ვადები უკვე ცნობილია

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოლეჯების ადმინისტრაციები სტუდენტების დისტანციურ რეჟიმში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადებიან, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოში პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება მიმდინარე წლის 5–6 სექტემბერს 09:00 საათიდან დაიწყება, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში. 

ბუკინისტი რუსთაველის პროსპექტზე - Sputnik საქართველო
უმუშევრობა საქართველოში: რამდენით გაიზარდა მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან

იმისათვის, რომ მოხვდეთ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოთ სახელმწიფო გრანტი, აუცილებელია პროფტესტირების გავლა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოცდამდე ერთი დღით ადრე ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება საცდელი ტესტირება – აპლიკანტებს საშუალება ექნებათ ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშონ და მოსინჯონ საკუთარი ძალები.

პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებული პირები მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს (sms-ს) საგამოცდო ბარათების შესახებ, რომლებიც გაიცემა პროფესიულ კოლეჯებში, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურს–ცენტრებში.

ბარათზე მითითებული იქნება საგამოცდო ცენტრის მისამართი, ინფორმაცია პრეტესტის შესახებ, ტესტირების თარიღი და სხვა დეტალები. ბარათის მისაღებად აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ სარეგისტრაციო ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

უშუალოდ ტესტირების დროს კი აუცილებელია გამოსაცდელს თან ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგამოცდო ბარათი, პირბადე და კალამი. 

სტუდენტები - Sputnik საქართველო
პროფსასწავლებლები იხსნება: რამდენმა სასწავლებელმა მიიღო „მწვანე ბარათი“

კორონავირუსის პანდემიის ფონზე პროფსასწავლებლების ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მარტი-აპრილის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა სტუდენტების მომზადება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა IT-პროგრამები, უცხო ენები, ბუღალტერია, სასტუმროებისა და გაყიდვების მარკეტინგი.

კოლეჯების ადმინისტრაციები სტუდენტების დისტანციურ რეჟიმში საშემოდგომო მიღებისთვის ემზადებიან, უკვე დაწყებულია შესაბამისი პროგრამების შემუშავება.

პროფსასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე სტუდენტების მიღება 20 მაისს დაიწყო, სწავლა კი 12 ოქტომბრიდან დაიწყება. იგეგმება 8,7 ათასი ადგილის გამოყოფა. მომზადება-გადამზადების მოკლევადიან კურსებზე ამჟამად 137 პროგრამა და 2,5 ათასი ადგილია გამოყოფილი.

სამინისტრომ ასევე ჩამოაყალიბა 17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ–პლატფორმები, რომლებშიც გაერთიანებულია ერთი პროფესიის სასწავლებლები (მაგალითად, სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო ქსელი და ა.შ.).

ყველა ახალი ამბავი
0