უსაფრთხოება გზებზე: არასამთავრობოებმა ხელისუფლებას პრიორიტეტები შეახსენეს

© Sputnik / Alex Shlamovარასამთავრობოების სამგლოვიარო აქცია
არასამთავრობოების სამგლოვიარო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცირერიცხოვანი მდუმარე აქცია თბილისში დღეს ყველაზე მტკივნეულ თემას – საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მიეძღვნა.

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საგზაო უსაფრთხოების საკითხებით დაკავებულმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამშაბათს მთავრობის კანცელარიასთან მდუმარე პიკეტი მოაწყვეს. ისინი გზებზე პრობლემების მოგვარებას მოითხოვდნენ, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეებს შენობის წინ ეკავათ პლაკატი წარწერით: „საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტი!!!“

სანთლები - Sputnik საქართველო
საქართველოში გლოვის დღეა

ისინი ამგვარად გამოეხმაურნენ შატილის გზაზე მომხდარ დიდ ტრაგედიას, რომლის დროსაც ავტოავარიაში 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი მძიმედ დაშავდა.

გზაზე მოძრაობის წესების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ქვეყანაში ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 2,3 ათასი ავარია მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 202 და დაშავდა 2 982 ადამიანი.

ავტოავარიების მიზეზი ხშირად შემხვედრ ზოლზე გადასვლა, გასწრების დროს წესების დარღვევა, მაღალი სიჩქარე და ავტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობაა.

გლოვის ნიშნად საქართველოს ყველა საელჩოს შენობაზე დროშები დაშვებულია>>

უსაფრთხოების მიღებული ზომები

ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ საგზაო უსაფრთხოების საკითხი პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

საქართველოს სამხედრო გზაზე - Sputnik საქართველო
გზა შეცდომებს არ პატიობს - შატილში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. ამჟამად საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.

ყველა ახალი ამბავი
0