გლოვის დღე: ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის დროშა დაუშვა

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშა დაუშვა.

შატილი - Sputnik საქართველო
შატილში მომხდარ ტრაგედიას უცხოეთში ეხმაურებიან

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე.

„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც წარმომადგენლობის Facebook-გვერდზეა გამოქვეყნებული.

საქართველოში გლოვის დღეა>>

საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

ყველა ახალი ამბავი
0