კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Seyran Baroyan შემოწმება კორონავირუსზე
შემოწმება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 17-ით გაიზარდა და 1411-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1132 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0