თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ რემონტზე ფულადი თანხა მიიღო

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური სააავდმყოფო
თბილისის ინფექციური სააავდმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კლინიკის დირექტორის თქმით, საავადმყოფოში დაზიანებულია ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა და მკურნალობისთვის პირობები არ არსებობს

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოუყო, აცხადებენ უწყებაში.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ COVID-19-ით და აივ-ინფიცირებულთა მიღება შეწყვიტა

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ მკურნალობისთვის საჭირო პირობების არქონის გამო 21 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ-ინფიცირებული პაციენტების მიღება შეწყვიტა. მიზეზად კლინიკაში ფინანსური პრობლემები დასახელდა.

„ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

კლინიკის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კლინიკაში დაზიანებულია ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, არ არსებობს მკურნალობისთვის ელემენტარული პირობები და შეუძლებელია  ტომოგრაფიის ახალი აპარატურის დამონტაჟება.

„იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა ცერცვაძემ თავის ბოლო განცხადებაში.

კლინიკა ჯერჯერობით აგრძელებს აივ-ინფიცირებულების ამბულატორიულ მიღებას, რათა ამ მიმართულებით სერიოზული შედეგი არ დადგეს.

ამასთან, მთავრობამ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონი ლარი გამოუყო, რათა კლინიკის თანამშრომლებმა ნორმალურ პირობებში შეძლონ მუშაობა.

ყველა ახალი ამბავი
0