კორონავირუსის ახალი შემთხვევები: ცნობილია თუ არა ინფიცირების ყველა წყარო

© Sputnik / Alex Shlamovმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის 9  ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო ერთ შემთხვევაში უცნობია. ეპიდემიოლოგები მის დადგენას ცდილობენ.

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო ერთ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, სამი კი შემოტანილი შემთხვევაა.

სასწრაფო დახმარების მანქანა ქობულეთში  - Sputnik საქართველო
COVID-19 ქობულეთში: ინფიცირებულია სასტუმროს მეპატრონე

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით, ერთი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე და არც კრიტიკული. ჯერ მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 245 ინფიცირებული მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 31 პაციენტი გადის მკურნალობას.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ხუთი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 23 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 81%.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1394 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1132, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 6848  ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 269 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0