Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიას შეყვარებულმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა – ნახეთ ახალი ფოტო

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს. ნახეთ, როგორ გამოიყურება სრულიად შეცვლილი ლევ დენგოვი შვილთან ერთად.

მომღერალი ქეთა თოფურია რამდენიმე თვეა ახალ შეყვარებულთან, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ცხოვრობს. წყვილი, როგორც ჩანს, თავს მშვენივრად გრძნობს. ქეთა დროდადრო აქვეყნებს საერთო ფოტოებსა თუ ვიდეოებს. ცოტა ხნის წინ ლევის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობს ეს უკანასკნელი.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. ორი თვის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ბიზნესმენს, როგორც ჩანს, მომღერალთან თანაცხოვრება ძალიან მოუხდა და იმიჯის შეცვლაც გადაწყვიტა – წვერი მოუშვა და ახალი ვარცხნილობა აქვს.

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0