Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამ 12 თვეში იმდენი ამბავი მოხდა“ – ნოდარ მელაძე ტყუპებს გულისამაჩუყებელ პოსტს უძღვნის

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალისტ ნოდარ მელაძისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომლის თეა ცეცხლაძის ულამაზეს შვილებს ერთი წელი შეუსრულდათ. გოგონები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. მიუხედავად იმისა, რომ მამას იშვიათად ხვდებიან, მათ განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ.

„ერთ კვირაში ერთი წლისები ხდებიან. თითქოს მალე გაიარა დრომ, არადა ამ 12 თვეში იმდენი ამბავი მოხდა, ერთ დიდ დრამას გადაიღებდა კაცი“ – ამ სიტყვებით ეხმაურება მამა შვილების მომავალ დაბადების დღეს. ნოდარ მელაძის ყველაზე დრამატული და ბედნიერი წუთები სწორედ გოგონების დაბადებას უკავშირდება. ქალიშვილების დაბადების პერიოდში ნოდარ მელაძემ „რუსთავი 2“ დატოვა. მან ახალი ცხოვრება „მთავარი არხის“ შექმნით განაგრძო.

 

ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ პირველ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე, რომელიც „რუსთავი 2“-ის რეორგანიზებას ეხებოდა, ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ სულ მალე მამა გახდებოდა. 26 აგვისტოს კი ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. ტყუპებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0