11:27 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2095)
31510

მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანომ ორი თვის შვილების სახის გამოჩენა გადაწყვიტა. ნინო და მისი მეუღლე ტყუპებს დამოუკიდებლად ზრდიან. ვინ ვის უფრო ჰგავს? უახლესი ფოტოები ნინო სურგულაძის ოფიციალური გვერდიდან.

ორი თვეა ნინო სურგულაძე იურისტ მეუღლესთან ერთად შვილებს უვლის. მათი დღის წესრიგი რადიკალურად შეიცვალა. წყვილმა პატარა ზაქარიასა და ნატალიას სახის ჩვენება გადაწყვიტა. ეს თვეები წყვილი ბავშვების სახეს მალავდა, თუმცა „სტიკერებით“ დაფარულ სურათებს ინტენსიურად აქვეყნებდა და დღის გამორჩეულ მონაკვეთებს ერთგულ მსმენელსა და მეგობრებს უზიარებდა. როგორ ჩანს, ნინო სურგულაძე ტყუპების მოვლით არის გართული, ამაში კი პანდემიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. რამდენიმე თვეა, ფეხმძიმობის პერიოდიდან მოყოლებული, ნინომ დროებით სასცენო მოღვაწეობა შეაჩერა. ის მხოლოდ საქველმოქმედო საღამოებს ამშვენებდა და სხვადასხვა საოპერო რეპერტუარს ძველი ენთუზიაზმით ასრულებდა. ხოლო შვილების გაჩენა მეცო-სოპრანისთვის მეტად ემოციური და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.

ნინო სურგულაძე პირად ცხოვრებას საჯაროდ არასდროს განიხილავს. ფეხმძიმობის შესახებ კი ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში გაამხილა. მომღერალმა ეს ნაბიჯი რთულად გადადგა. მას წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა, რის გამოც საიდუმლო 2019 წლის მიწურულს ყველას გაანდო. ოპე­რის მომ­ღერ­ლის რჩე­უ­ლი იუ­რის­ტი გი­ორ­გი ინწკირ­ვე­ლია. ის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. წყვილს ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარა ნატალიასა და ზაქარიას ცნობილი მშობლები დიდი სიყვარულით უვლიან. ამის ამსახველი უსაყვარლესი სურათები მეცო-სოპრანომ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

 

„სიტყვები, განცდები, გრძნობები – მგონი ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ასე მგონია ამ წუთამდე, ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ განმიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად“, – წერდა ნინო 7 ივლისს. ის ამ ემოციური სიტყვებით გამოეხმაურა მოვლენას, რომელსაც წლები ელოდა.

 

უც­ნო­ბია, რო­დის და­ი­წყო წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, თუმ­ცა ახლა მათ ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლეა. ნინო სურ­გუ­ლა­ძის პოსტს „ფე­ის­ბუქ­ზე“ უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. წყვილს ულო­ცა­ვენ და ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ. ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ნატ­ვრის ხე“ ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

ნინო სურგულაძის ოფიციალურ გვერდზე უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ტყუპების გარეგნობით დაინტერესებულებს შორის ცნობილი სელებრითებიც არიან. ზაქარიასა და ნატალიას სურათებს სოფო ნიჟარაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოფო შევარდნაძე და სხვა მრავალი გამოეხმაურა.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2095)

მთავარი თემები