თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში ხუთით გაიზარდა და 1341-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1092 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7082, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 232 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.