აუქციონი არ შედგა: პირველი არხის შენობის გაყიდვა არჩევნების დასრულებამდე გადაიფიქრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპირველი არხის შენობა
პირველი არხის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა – პროექტის საორიენტაციო ღირებულევა 46,8 მლნ ლარია

თბილისი, 15 აგვისტო  — Sputnik. აუქციონის მესამედ ჩავარდნის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შენობის საპარლამენტო არჩევნებამდე გაყიდვა გადადო, ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლანდელი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სამეურვეო საბჭომ ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და შენობის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.  

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ყველაფერი საპრივატიზაციოდ: კალაძეს თბილისის ეკონომიკის „გაცოცხლება“ სურს

თავიდან შენობის 40 მლნ დოლარად გაყიდვა იგეგმებოდა, თუმცა, 16 ივნისს გამართულ აუქციონზე შენობის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

ამის შემდეგ შენობა აუქციონზე კიდევ ორჯერ გაიტანეს – 36 და 32,4 მლნ დოლარად, თუმცა, მცდელობა კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელში აუქციონის ჩავარდნა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისით ახსნეს და  საპარლამენტო არჩევნების დამთავრებამდე შენობის გაყიდვა გადაავადეს.

საქართველოში არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომლის შედეგებიც სამ–ოთხ კვირაში იქნება ცნობილი.

ამასთან, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამშენებლო ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა უკვე გასცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ვაკე-საბურთალოს რაიონში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება, პროექტის სავარაუდო ღირებულება 46,8 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობისთვის გამოყოფილია ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი.

ყველა ახალი ამბავი
0