Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იმედი მაქვს არ მოვკვდები...“ - ლიზა ყენია კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს

© Photo: Liza Kenia / FBლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა კლინიკიდან ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ საზოგადოება აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ლიზა ყენია და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ერთად არიან, რადგან ეს უკანასკნელი ულამაზეს ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებდა, კომენტარებში კი მეგობრები და ახლობლები წყვილს ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ.

View this post on Instagram

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

„ინსტაგრამის“ „სთორიში“ მომღერალმა ცოტა ხნის წინ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ კლინიკაშია და გამოკვლვევებს იტარებს. ლიზამ ერთ-ერთ ფოტოს წააწერა - „იმედი მაქვს არ მოვკვდები“, შემდეგ კი დაწერა, რომ გული აწუხებს და გადაწყვიტა გამოკვლევები ჩაიტაროს. სავარაუდოდ, მომღერალს სერიოზული არაფერი სჭირს. ლიზას ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

ყველა ახალი ამბავი
0