კორონავირუსი სვანეთში: რა ვითარებაა მუნიციპალიტეტში

© photo: Sputnik / Nika Latariaბლოკპოსტი ლენჯერთან
ბლოკპოსტი ლენჯერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიაში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებული ტესტირების პასუხებს 200-ზე მეტი ადამიანი ელოდება

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. მესტიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მასშტაბური ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს - გუშინ აღებული 800-ზე მეტი ნიმუშიდან 600-ის შემთხვევაში COVID-19-ით ინფიცირება არ დასტურდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა. 

„ეპიდემიოლოგებთან ერთად შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, მასშტაბური კვლევები ჩაგვეტარებინა დაბა მესტიაში. აქ მუშაობდა რვა ჯგუფი, დანარჩენები კი მუშაობდნენ სხვა ლოკაციებზე. დღეს აიღეს 500-მდე ნიმუში, რომელთა პასუხები იქნება ხვალ ცნობილი. გუშინ აღებული 800-ზე მეტი პასუხიდან 600-ის პასუხი არის უარყოფითი, დანარჩენს ველოდებით“, – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიამ.
მასობრივი ტესტირება - Sputnik საქართველო
მესტიაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება

მისივე ცნობით, დღეს მესტიიდან გაემგზავრა 112 სტუმარი, რომელებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

„რაც შეეხება ადგილზე არსებულ საკარანტინო სივრცეებს, აქ გვაქვს 23 სასტუმრო, რომლებიც გადაკეთდა კარანტინისთვის და განვათავსეთ 600-ზე მეტი ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ შტაბი მუშაობს გამართულად და ყველა სახელმწიფო რგოლი კოორდინირებულად ჩართულია პროცესში. მესტიაში არ გვაქვს სასურსათო და მედიკამენტების დეფიციტი. ჩაკეტილ ზონაში უპრობლემოდ გადაადგილდება სადისტრიბუციო მანქანები“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 2 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს, ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, თუმცა, ერთ-ერთი ცხოვრობს მესტიაში. დღეისათვის ლენჯერის თემში კორონავირუსის სულ 32 შემთხვევა გამოვლინდა.

სვანეთში ჩატარებული 600 ტესტის შედეგი ცნობილია - რამდენს გამოუვლინდა ინფექცია >>

დაავადებათა კონტროლის ეროვნული  ცენტრი სვანეთში 4 ათასამდე მცხოვრების ტესტირებას გეგმავს. მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს სწრაფი PCR-ტესტის აპარატი გადაეცა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

ყველა ახალი ამბავი
0