კორონავირუსის ახალი შემთხვევები, ინფიცირების წყაროები და გამოჯანმრთელებულები

© Sputnik / Alex Shlamovკორონავირუსი საქართველოში
კორონავირუსი საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ ახალი ინფიცირებულების რაოდენობას ორჯერ გადააჭარბა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა და კლინიკებიდან გაეწერა 10 პაციენტი, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

„ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ორი (სვანეთის სოფელ) ლენჯერს უკავშირდება, ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ორი შემოტანილია. აქედან ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ბოლო დღე-ღამეში კლინიკებიდან გაეწერა 10 პაციენტი. ამჟამად COVID–ცენტრებში 198 ადამიანი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1283 შემთხვევაა დადასტურებული. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1068 ადამიანი, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 82,85%-ს შეადგენს. გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კორონავირუსი მსოფლიოში – 13 აგვისტოს მონაცემები>>

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0