Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თემურ უგულავას ცოლის ტოლი შვილი ჰყავს - ულამაზესი ნუცა უგულავას ფოტოები

© courtesy of Nini Nebieridzeნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიონერ თემურ უგულავას უფროსი შვილი თითქმის მისი ცოლის, მოდელ ნინი ნებიერიძის ტოლია. გოგონები მეგობრობენ და ხშირად ისვენებენ ერთად.

მილიონერ თემურ უგულავას უფროსი შვილები საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როცა საკუთარ ცხოვრებაზე უგულავას პირველი ცოლი თეო ფერაძე სახალხოდ ალაპარაკდა. ნუცა უგულავამ სკოლა 2016 წელს დაამთავრა და წლებია ამერიკაში ცხოვრობს.

ნუცა ხშირად სტუმრობს თბილისს, თუმცა ელიტური თავშეყრის ადგილებს დიდად არ სწყალობს. ნუცა ამერიკაში ე.წ. პრივატ-ფართების ხშირი სტუმარია. ზოგჯერ წვეულებებს თავადაც აწყობს მეგობრებთან ერთად. აქტიურად არის დაკავებული სპორტით. კერძოთ, კიკბოქსინგით და სათხილამურო სპორტით. ასევე დაინტერესებულია იოგათი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მას დედინაცვალთან, მოდელ ნინი ნებიერიძესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ნუცა უგულავას პატარა და-ძმებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მას ოთხი წლის წინ კიდევ ერთი ძმა დედისგან თეო ფერაძისგან გაუჩნდა. შესაბამისად, მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილი ცდილობს, პატარა და-ძმებს ყურადღება სათანადოდ დაუთმოს.

მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ნინი იზოლაციის პერიოდს ლოს-ანჯელესში ბავშვებთან ერთად ატარებდა. ნინი „ინსტაგრამზე“ შიგადაშიგ აქვეყნებად ფოტოებს, სადაც ჩანს, როგორ ცხოვრობდა ოჯახი კორონავირუსის პანდემიის დროს.

View this post on Instagram

😍✌️

A post shared by Teo Peradze (@teo_peradze16) on

მოდელი ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. თემურ უგულავა მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ. საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი.

View this post on Instagram

A post shared by ᴸᴵᵀᵀᴱᴬᵁᴸᵀ💭 (@litteault) on

ნინი ნებიერიძე და მილიონერი თემურ უგულავა უკვე 5 წელია ქორწინებაში არიან. მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიასთან. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ტოკიო ულამაზესი ბავშვია.

View this post on Instagram

❤️

A post shared by Anastacia Paichadze (@anastaciapaich) on

19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინი სოციალურ ქსელში ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩანს, მოდელს სულაც არ აღელვებს, რას იფიქრებენ მასზე, კრიტიკის ავტორს პასუხი მაინც გასცა.

ყველა ახალი ამბავი
0