Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ლიფტის სარკეში უკანალის გადაღებისას მამაკაცმა შეუსწრო“ – რუსა ჩაჩუა ვიდეოს აქვეყნებს

© photo: Rusa Chachua / FBრუსა ჩაჩუა
რუსა ჩაჩუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი რუსა ჩაჩუა უხერხულ ვიდეოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები განწყობას აგიმაღლებთ.

ცნობილი სახეები კორონავირუსის გამო თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის მეშვეობით ეკონტაქტებიან. რუსა ჩაჩუა ვირტუალურ სივრცეში უფრო დიდი აქტიურობით გამოირჩევა, ვიდრე ტელეეკრანებზე. მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი რუსა ჩა­ჩუა ოთხი შვი­ლის დე­დაა. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა წლი­დან წლამ­დე სულ უფრო მომ­ხიბ­ვლე­ლი ხდე­ბა. რო­გორც მო­დე­ლი Instagram-ის პი­რად გვერ­დზე ამ­ხელს, მისი იდე­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბი და წონა დიდი შრო­მის შე­დე­გია და სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ის მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს. „დიდი შრო­მის შე­დე­გია ჩემი დღე­ვან­დე­ლი წონა, რად­გან ად­ვი­ლად ვი­მა­ტებ! არ და­ი­ჯე­როთ, რომ შიმ­ში­ლით მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ შე­დეგს - ნა­ცა­დი მაქვს ყვე­ლა­ფე­რი“, – წერდა მო­დე­ლი.

View this post on Instagram

A post shared by Rusa chachua 🌕 (@rusachachua) on

ყოფილი მოდელი სახალისო ვიდეოებს Instagram-ის მეშვეობით ინტენსიურად აქვეყნებს. როცა რუსა და მისი მეუღლე დუბაის ძვირადღირებულ სანაპიროებზე ისვენებდნენ, მომხმარებლების ყურადღება ტელესახის მეუღლემ მიიპყრო. ის შეზლონგზე ჩაცმული ირუჯებოდა. რუსა რამდენიმე წლის წინ მეორედ გათხოვდა და ბიზნესმენ დიმა ნაფეტვარიძესთან ორი შვილი შეეძინა. უფროსი შვილი – თაზო სახვაძე 17 წლისაა, ფეხბურთელია და, როგორც რუსა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, ძალიან დიდი გეგმები აქვს.


უხერხული ვიდეო რუსა ჩაჩუას „სთორიზე“ აღმოჩნდა. მან ვიდეო გამიზნულად გაიზიარა და მეგობრები მონიშნა. ვიდეო კი განწყობის ამაღლებას ემსახურება. უცნობი გოგონა ლიფტის სარკესთან პოზირებს, კაბას იწევს, რა დროსაც უცხო მამაკაცი შემოდის. ჩაჩუამ ვიდეოს სიცილის სმაილები დაურთო, აშკარაა, მეგობრები აღნიშნულ ვიდეოზე ისე ხალისობენ, რომ მოდელმა სხვების გასახალისებლად გამოქვეყნებაც „გაბედა“.

ყველა ახალი ამბავი
0