Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი გაბუნიამ სოფო ნიჟარაძე უჩვეულოდ უხერხულ ვითარებაში ჩააგდო – სელებრითების ვიდეო

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში სკანდალური ჟურნალისტისა და მომღერლის აღნიშნული ვიდეო პირველად გავრცელდა. ისინი ერთ-ერთი მუსიკალური გადაცემის მორიგ გადაღებაზე ასეთ მოულოდნელ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ნახეთ ვიდეო.

მრავალფეროვანი მუსიკალური შოუების დასაწყისი განსაკუთრებულ ვნებათაღელვას იწვევს. ახალი სახეები, ძველი ჟიური და მათი სკანდალური განცხადებები კი მაყურებლის ყურადღების გარეშე არ რჩება. ქართულ ტელეპროექტებს შორის რამდენიმე რეიტინგული მუსიკალური შოუს ჟიურის წევრებში ხმაურიანი გიორგი გაბუნია და სკანდალური სოფო ნიჟარაძე ერთად გამოჩნდნენ. მათი დუეტი მაყურებელმა მალე აიტაცა მიუხედავად იმისა, რომ ისინი პროექტის მსვლელობისას ხშირად კამათობდნენ. ტელესახეების სასიყვარულო დრამებზე საუბარიც მალე წამოიწყეს. სხვადასხვა დაწესებულებებში სოფოსა და გიორგის ერთად ხშირად აფიქსირებდნენ. სურათები სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდებოდა, მათი გულშემატკივრები კი ბოლო ამოსუნთქვამდე ვარსკვლავების ერთად ყოფნის მოლოდინში იყვნენ. თუმცა, ისინი კამერების წინ დაკისრებულ როლს პროფესიონალურად ასრულებდნენ. შესაბამისად, პროექტების დასრულების შემდეგ ყველა საკუთარი გზით განაგრძობდა მოღვაწეობას.

View this post on Instagram

A post shared by Sofia Nizharadze (@sofianizharadze) on

ორი სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი განსაკუთრებულმა ქარიზმამ გააერთიანა. აშკარაა, რომ ისინი ძალიან მალე დამეგობრდნენ. ორივეს ბევრი საერთო აქვს – სატელევიზიო სახეები არიან, არც ერთი დაოჯახებული არ ყოფილა, ასევე პირად ცხოვრებასა თუ პარტნიორებზე არასდროს საუბრობენ. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ გაბუნია და ნიჟარაძე ერთად არიან. ეს უხერხული ვიდეო კი, ისევ და ისევ სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძის „ფანგვერდზე“ გამოქვეყნდა. აღნიშნული კადრი ერთ-ერთი პროექტის მსვლელობისას მოხვდა ობიექტივში. აღსანიშნავია, რომ ეს უხერხული მომენტი ვირუსულად არ გავრცელებულა. როგორც ჩანს, სელებრითებს შორის ვნებათაღელვა ჩამთავრდა.

მრავალ ნომინაციაში გამარჯვებული მომღერალი საზღვარგარეთის დიდ სცენებს სირთულეების გარეშე იპყრობს. სოფო ნიჟარაძე შეუდარებელ ფორმაშია. მან რამდენიმე პროექტის ჟიურის წევრობა მოხდენილად შეითვისა და ერთ-ერთი გამორჩეული და სამართლიანი წევრი გახდა. 2017 წელს ულამაზესი მომღერალი საუკეთესო მომღერალ ქალად აღიარეს სიმღერით „მაპატიე“. სოფო იშვიათად ანებივრებს სოციალური ქსელის მომხმარებლებს ბუნებრივი ფოტოებით, ვინაიდან მისი ცხოვრების დიდი ნაწილი კონცერტებთანაა დაკავშირებული და გრიმით ყოფნა უწევს.

ყველა ახალი ამბავი
0