Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დავიღალე... არ ვამაყობ სოფო ბედიას ქმრის სტატუსით “ – მიშა მესხის სკანდალური განცხადება

© Facebook / Sopo Bediaსოფო ბედია
სოფო ბედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიშა მესხმა აღიარა, რომ მისთვის ძალიან დამღლელია ის, რომ მუდამ ცნობილი მომღერლის მეუღლის სტატუსით მოიხსენიებენ.

მომღერალ სოფო ბედიას მეუღლე მიშა მესხი ამბობს, რომ დაიღალა იმ ბულინგით, რასაც საზოგადოება მის მიმართ გამოხატავს. როგორც გადაცემა „სიცრუის დეტექტივში“ მიშა მესხმა აღნიშნა, „შუტკა“ – სოფო ბედიას ქმარი – მოძველებულია და დროა ხალხმა სხვა რამეზე იხუმროს.

მიშა მესხის თქმით, ვინც ამაზე კიდევ ხუმრობს, მეტი იუმორი უბრალოდ აღარ აქვთ. მისი სიტყვებით, ძალიან ცუდად გრძნობდა ასევე თავს, როდესაც ცნობილი ვიდეოკლიპის გამო სოციალურ ქსელებში მას და მის ოჯახს აკრიტიკებდნენ.

სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს.

„ბავშვს დამოუკიდებლად ვზრდით. მიშასთვის ეს პირველი შვილია და კი ვიცოდი, კარგი მამა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ხელიდან ვერ წაართმევ ბავშვს. აჭმევს, ღამეებს უთენებს, მალე ალბათ გამოუცვლის კიდეც. ჩემი დედამთილი გადმოვიდა ჩვენთან და ძალიან გვეხმარება ანდრიას აღზრდაში“, – ამბობს სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.

ყველა ახალი ამბავი
0