წლის ბოლომდე კიდევ 2 ათასი დევნილი ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს

© photo: Government of Georgia / FBპრემიერი გიორგი გახარია
პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები სიმბოლურად პირადად გადასცეს

თბილისი, 8 აგვისტო - Sputnik. წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელ ფართს კიდევ 2 ათასი  დევნილი მიიღებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

საცხოვრებელი სახლები თბილისში - Sputnik საქართველო
251 დევნილ ოჯახს თბილისში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

გუშინ თბილისში, „დირსის“ ახალაშენებულ კორპუსებში 251 დევნილ ოჯახს ბინები გადასცეს. მთავრობის მეთაურმა და ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  რამდენიმე დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები სიმბოლურად პირადად გადასცეს.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 ათასზე მეტი საცხოვრისი და წელს წლის ბოლომდე კიდევ 2 ათასი დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს“, -განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მალე დაიწყება დევნილებისთვის ახალი საცხოვრებლის მშენებლობა.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი ფაქტი და საშუალება, რომელსაც ჩვენ გვაძლევს გერმანიის მთავრობა, რომ სულ უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყოთ მშენებლობა 22-კომლიანი, სოფლის ტიპის საცხოვრებლის ჩვენი დევნილი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ახალი სოფელი მარნეულის რაიონში – ვისთვის აშენებს ახალ სახლებს ხელისუფლება

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0