Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენი ტემპერამენტი აქვს...“ – სტეფანია მღებრიშვილი მშობლებზე უკეთ ამღერდა

© Facebook / Stephane Mgebrishviliსტეფანე მღებრიშვილი
სტეფანე მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტეფანე მღებრიშვილმა ქალიშვილის აქამდე უცნობი ნიჭი გაასაჯაროვა. პატარა სტეფანიამ დედ-მამის თაყვანისმცემლები გააოცა. მოისმინეთ როგორ მღერის ფანია და შეაფასეთ თინეიჯერის ვოკალური შესაძლებლობები.

სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ერთადერთი ქალიშვილი სოციალური ქსელის ვარსკვლავია. მამის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ დიდი ყურადღება და გამოხმაურება გამოიწვია. როგორც ჩანს, მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი სტეფანია ახალი გამოწვევის წინაშეა. გოგონამ ამერიკელი მომღერლისა და კომპოზიტორის ბილი აილიშის რთულად შესასრულებელი სიმღერა დიდი მონდომებით შეასრულა.

View this post on Instagram

2017 წელი 😂😂რა სახე აქ

A post shared by Stefania (@faniko_) on

თვითიზოლაციაში მყოფმა სკოლის მოსწავლემ მშობლების დახმარებით საკუთარი ნიჭი გამოავლინა. მუსიკით დაინტერესებულმა სტეფანიამ ვოკალის პირველი გაკვეთილები დედისგან მიიღო. მის ვოკალურ შესაძლებლობებში თავად დარწმუნდებით, საკმარისია მამის გვერდზე შეხვიდეთ და რამდენიმე ვიდეოს გადახედოთ. სტეფანია მომავალი პოპ-ვარსკვლავია.

View this post on Instagram

A post shared by სტეფანე (@stephanemgebrishvili) on

მაია დარსმელიძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „თვითიზოლაციაში“ აღნიშნა, რომ შვილის სამომავლო გეგმებში არც ის, არც სტეფანე არ ერევიან და ეს მათი ქალიშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა. „საერთოდ არაფერს არ ვაკეთებთ, ასე თვითონ გადაწყვიტა. ამბიცია აქვს და საქმეში არ გვრევს“, – აღნიშნა მაია დარსმელიძემ. გოგონას შესაძლებლობების შესახებ მშობლებმა იცოდნენ, თუმცა გახმაურებას საჭიროდ არ თვლიდნენ. მაია დარსმელიძე გოგონას ხელს ყველაფერში უწყობს. სტეფანე, თავის მხრივ, სტეფანიას დიდი მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარია. ეს მათ საოჯახო ვიდეოებსა და ფოტოკადრებზეც კარგად ჩანს. ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მაიას და სტეფანეს გოგონას ნათლია პოპ-დივა ლელა წურწუმიაა. რა თქმა უნდა, გოგონას სამომავლო წარმატებაში თითოეული მათგანი თავის წვლილს შეიტანს, ხოლო სტეფანიას შრომისმოყვარეობა და სითამამე მეტად დაეხმარება. მღებრიშვილების ოჯახის უმცროსი წევრი საკუთარი სიმღერის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. მამის მიერ ატვირთულ ვიდეოზე ფანიას კომენტარს წავაწყდით. გოგონა საკუთარ ვიდეოს ასე ეხმაურება: „ბოლო არ მომწონს!“

View this post on Instagram

photo by @stephanemgebrishvili ❤️❤️

A post shared by Stefania (@faniko_) on

მაია დარსმელიძესა და სტეფანე მღებრიშვილს ერთი ქალიშვილი – სტეფანია ჰყავთ. გოგონას სახელი რუსეთში მოღვაწე მომღერალმა თეონა კონტრიძემ შეურჩია. სტეფანე მზრუნველი მამა აღმოჩნდა. როგორც ყოფილი წყვილის საერთო მეგობრები ამბობენ, რეპეტიციებს ტოვებდა, რათა სახლში რამდენიმე საათით დაბრუნებულიყო და სტეფანიასთან ეთამაშა.

View this post on Instagram

Louvre

A post shared by Stefania (@faniko_) on

მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს. ცნობილი მშობლების პოპულარული მეგობრები სტეფანიას ახალ ინტერესს და მის შემოქმედებას ასე ეხმაურებიან: „შენი ტემპერამენტი აქვს და სოლფეჯირების ეტალონია! ჩემგან გვრიტს აკოცე!“ - უწერს ცნობილი მომღერალი თეონა კონტრიძე. „დედასაც და მამასაც ჯობს!“; „აუ, რა ტკბილი ხმა აქვს!“; „ვაფრენ სტეფანეზე და ამ გოგოზეც!“, – უწერენ სტეფანეს მეგობრები. ვიდეოს მოკლე დროში 7 ათასამდე ნახვა აქვს. დედისა და მამის კოლეგები გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ყველა ახალი ამბავი
0