Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თეონა კონტრიძის რუსი მეუღლე ქართულად ალაპარაკდა – წყვილის შეუდარებელი ვიდეო

© photo: Teona Kontridze & Band / FBთეონა კონტრიძე
თეონა კონტრიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი რუს ქმარს ქართულად საუბარს ასწავლის. „ძალიან მინდა თბილისში“ – ამბობს კონტრიძის მეორე ნახევარი. ნახეთ წყვილის უსაყვარლესი ვიდეო, რომელზეც თეონას ქმრის საქართველოსადმი დამოკიდებულება ნათლად ჩანს.

„რა სიტყვები იცი? ქართულად ლამაზი სიტყვები წარმოთქვი“ – ასე იწყება თეონა კონტრიძის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელსაც 40 ათასამდე ნახვა აქვს. Instagram-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ ქართველებისა და რუსების მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. როგორც ჩანს, თეონას მეუღლეს საქართველო განსაკუთრებულად უყვარს და შვილებთან ერთად ქართულის შესწავლას წლების წინ შეუდგა. აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის ქმარი პანდემიამდე მეუღლის სამშობლოს ხშირად სტუმრობდა. მისი ჩოხიანი სურათები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი განსაკუთრებულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. „ჩემთვის ზოგადად ქართული ენაა ლამაზი!“ – ამ სიტყვებით პასუხობს ცნობილი შემსრულებლის ქმარი ქართველ ცოლს.

„მე თბილისში ძალიან მინდა, ხვალვე“ – განაგრძობს ნიკოლაი. ქმრით აღფრთოვანებული თეონა კადრს მიღმა სიცილს ვერ მალავს. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, 43 წლის შემსრულებლის მეუღლემ თავად გადაწყვიტა უძველესი ენის შესწავლა. თავად შეაფასეთ, როგორ გამოსდის რუსეთში მოღვაწე არტისტის მეუღლეს ქართულად საუბარი.

მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი მომღერალი საესტრადო ცხოვრებას ჯერ კიდევ ლეგენდარული „მზიურის“ დროს შეუდგა. მისი ხმის ტემბრით აღფრთოვანებულმა სოსო პავლიაშვილმა სოლო კარიერის დაწყება შესთავაზა. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილმა მომავალ არტისტს სიმღერა Just do it აჩუქა. ასე დაიწყო თეონა კონტრიძის დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა.

დღეს თეონა თავისუფლად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას-გიტარებზე. რუსულ ტაბლოიდებთან თეონა ჰყვება, რომ შვილებს მთელი დღის მანძილზე ვერ ხედავს, მხოლოდ ღამით, ძილის წინ ხვდებიან ერთმანეთს. უცხო გარეგნობის მქონე და-ძმა გადატვირთული გრაფიკით იზრდება, ისინი მუსიკალურ ნიჭს უკვე ავლენენ. ამას თეონას მიერ გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ოჯახი გაერთიანდა და დიდი ოჯახის ყველა წევრმა სახლში მოიყარა თავი.

ყველა ახალი ამბავი
0