კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 962 ადამიანი, გარდაიცვალა – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 280 პაციენტია.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში სამით გაიზარდა და 1182-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 962 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7007, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 280 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0