„შეთქმულების თეორია“, ანუ გჯერათ თუ არა, რომ 5G ტექნოლოგიას კორონავირუსთან აქვს კავშირი

© Sputnik / Alexander Imedashviliპირბადიანი ახალგაზრდა მამაკაცი
პირბადიანი ახალგაზრდა მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობას, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 5G–ს ინფრასტრუქტურა გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელებაზე, უმაღლესი განათლება აქვს

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოში გამოკითხულთა დაახლოებით 16%–მა საერთო არ იცის 5G სისტემის შესახებ, კიდევ 46%–ს არ სჯერა მისი კორონავირუსთან კავშირისა. ასეთია ამა წლის ივნისში ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ევროკავშირის კვლევა: საქართველოში იციან COVID-19-ის სიმპტომების შესახებ, მაგრამ...>>

მეოთხე თაობის (4G) მობილური ქსელების კომერციული გამოყენების დაწყებიდან ათი წლის შემდეგ აბონენტებს მიეცა საშუალება, გამოსცადონ 5G–ს ტექნოლოგია. მისი ამოქმედება ჩინეთში კორონავირუსის პანდემიის დაწყებას დაემთხვა, რის გამოც გაჩნდა შეთქმულების თეორია, რომ სწორედ ახალი სისტემის ანძები ავრცელებენ კორონავირუსს.

გამვლელები თბილისში - Sputnik საქართველო
ბრძოლა კორონავირუსთან: საქართველოს მოქალაქეები მთავრობის მუშაობით კმაყოფილები არიან

იმის გასაგებად, თუ რამდენად სჯერათ საქართველოში ამ თეორიისა, მკვლევარებმა ქვეყნის მოსახლეობას დაუსვეს კითხვა „ეთანხმებით, რომ 5G–ს ინფრასტრუქტურა უკავშირდება კორონავირუსის გავრცელებას?“.

შედეგებით, გამოკითხულთა 16%–მა საერთოდ არ იცის 5G–ს შესახებ, 45% არ ეთანხმება ამგვარ მოსაზრებას, 10% – ეთანხმება, ხოლო 30% აცხადებს, რომ არ იცის პასუხი ამ კითხვაზე.

ამასთან, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, 5G–ს შესახებ საერთოდ არაფერი სმენია სოფლად გამოკითხულთა 27%–ს, ხოლო ქალაქებშო ამ „ნოუ–ჰაუს“ თაობაზე არაფერი იცის 11%–მა. ამასთან, სოფლებში უფრო სჯერათ შეთქმულების თეორიისა, ვიდრე ქალაქებში. 5G–სა და კორონავირუსის კავშირს ეთანხმება სოფლებში9 11% და ქალაქებში – 9%.

ევროკავშირის კვლევა: საქართველოში ფიქრობენ, რომ კორონავირუსის სამკურნალო წამალი არსებობს>>

ასევე, უმრავლესობას, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 5G–ს ინფრასტრუქტურა გავლენას ახდენს კორონავირუსის გავრცელებაზე, უმაღლესი განათლება აქვს. , ამასთან, საშუალო განათლების ადამიანებმა ცოტა იციან მაღალი ტექნოლოგიების შესახებ.

NDI–ს გამოკითხვა ჩატარდა 26–30 ივნისის პერიოდში. ტელეფონით გამოიკითხა 1 550 ადამიანი. გამოკითხვის ცდომილებაა +/-2%.

ყველა ახალი ამბავი
0