საქართველოში ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი იზრდება

© photo: Sputnik / Stringer"სასწრაფო დახმარების" მძღოლი
სასწრაფო დახმარების მძღოლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფიცირების ყველა შემთხვევის წყარო დადგენილია, დღეისათვის გამოვლენილი რვა შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებული შემთხვევაა.

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსული ინფექციის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსით მედპერსონალიდან 15 პირი დაინფიცირდა.

ბოლო დღის რვა შემთხვევიდან ოთხი არის ე.წ. იმპორტირებული შემთხვევა და აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. გარდა ამისა, ერთი ლილოს ბაზრობას, ერთიც გარდაბნის რაიონს უკავშირდება, კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ერთი ინფიცირებული კი მედპერსონალის წარმომადგენელია. 

ტესტები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

ამ დროისათვის „კოვიდ–ცენტრებში“ 240 პაციენტი მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 41 პაციენტია მოთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1145-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 927 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6459, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 353 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0