Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ბადურაშვილი დედასთან და ბებიასთან ერთად პოზირებს-როგორ გამოიყურება ეკა კახიანის დედა?

© Facebook / Eka Kakhianiეკა კახიანი ნინი ბადურაშვილი
ეკა კახიანი ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფლორა ანთიძე-კახიანს მედიასთან გამოჩენა არ ხიბლავს. ის არც ოჯახურ ფოტოგადაღებებში მონაწილეობს. თუმცა, ეკა კახიანმა და ნინი ბადურაშვილმა ოჯახის უფროსი დიასახლისი შესანიშნავ ფორმაში გამოიჭირეს. როგორ გამოიყურება იმედა კახიანი მეორე ნახევარი წლების შემდეგ?

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. ნინი ბადურაშვილი, ანასტასია და ქეთევან თოფურიძეები დედასთან ერთად ხშირად პოზირებენ, მაგრამ უკანასკნელმა სურათმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. გადატვირთული გრაფიკის გამო შვილები ერთად იშვიათად იკრიბებიან. ეკა კახიანი ქალიშვილებთან შექმნილ კოლაჟებს აქვეყნებს. ამჯერად თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ კაფეში გაერთიანდნენ და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. პოპულარულმა მომღერალმა სურათი საკუთარ Instagram-ზე გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ 56 წლის მომღერალმა სოციალურ ქსელში აქტიურობა დაიწყო.

როგორც ჩანს, ნინი ბადურაშვილი ეკა კახიანის დედას განსაკუთრებულად ჰგავს. უახლესმა ფოტომ, რომელიც ნინიმ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, დიდი ყურადღება დაიმსახურა. სულ რამდენიმე ხნის წინ გამოჩნდა ვირტუალურ სივრცეში ფლორა ანთიძე-კახიანი, თუმცა მას საჯარო გამოსვლები არ უყვარს. სურათმა მომხმარებლები პოზიტიურ განწყობაზე დააყენა. სამი თაობის ბუნებრივი სილამაზე ფოტოზე კარგად ჩანს.

ნინი ბადურაშვილის „ფეისბუქ-მეგობრები“ აღფრთოვანებას ვერ მალავენ: „საუკეთესო სამეული“; „სუპერ ოჯახი“; „ფლორა, ძალიან მიყვარხართ! მიყვარს მთელი შენი ოჯახი!“.

ეკა კახიანი საქართველოში აღფრთოვანებას იწვევს. ვერავინ დაიჯერებს, რომ მსახიობი 56 წლისაა. მისი დახვეწილი მანერები და რომანტიკული კომპოზიციები არავის ავიწყდება. სულ რამდენიმე თვის წინ მესამე შვილიშვილი ეყოლა. მისმა შუათანა ქალიშვილმა ანასტასია თოფურიძემ დედას კიდევ ერთი შვილიშვილი აჩუქა. ანასტასიასთვის ეს მეორე შვილია. ეკა კახიანი შვილიშვილების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. ამას სხვადასხვა ფოტო-ვიდეომასალაც მოწმობს. განსაკუთრებით პოპულარული მისი და ნინი ბადურაშვილის ქალიშვილის, ელენეს მიერ შესრულებული სიმღერებია.

ყველა ახალი ამბავი
0