COVID-19 საქართველოში: ახალი შემთხვევების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთერმოსკრინინგი ლილოში
თერმოსკრინინგი ლილოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს დადასტურებული თითქმის ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - ეს არის ლილოს ბაზრობა, გარდაბანი, რამდენიმე შემთხვევა იმპორტირებულია. ორი შემთხვევის წყარო კი ეპიდემიოლოგებს დღის ბოლოს ეცოდინებათ

თბილისი, 26 ივლისი - Sputnik. საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან ხუთი ე.წ. ლილოს კლასტერს უკავშირდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„14 შემთხვევიდან 5 შემთხვევა უკავშირდება ლილოს ბაზრობის კლასტერს, 6 შემთხვევა არის იმპორტირებული, აქედან 4 არის სატვირთო ავტომობილების მძღოლები, ერთი შემთხვევა სამედიცინო პერსონალის და ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, რომელიც დღის ბოლოს გვეცოდინება. დაახლოებით ვიცით, მაგრამ დაბეჯითებით ვერ ვამბობთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თერმოსკრინინგი ლილოს ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ლილოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს: როგორ ვაჭრობენ თბილისის უდიდეს ბაზრობაზე

ახალი შემთხვევებიდან ორი ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებულები შუახნის მამაკაცები არიან. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინში იმყოფებოდნენ. ამასთან, ორ ახალ შემთხვევასთან ერთად, ბათუმში მცხეთიდან ორი პირი გადაიყვანეს.

„სამედიცინო მედპერსონალს რაც შეეხება, ეს არის ერთი კონკრეტული კლასტერი და მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალი შემთხვევებიდან ორი შემთხვევა გარდაბანშიც დადასტურდა. საერთო ჯამში, გარდაბანში უკვე 46 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 28 სოფელ ყარაჯალარში. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი არასრულწლოვანია.

კორონავირუსის ახალი აფეთქება საქართველოში ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც ქვეყანამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღო, სულ უფრო მეტი შეზღუდვების მოხსნა დაიწყო და მოსახლეობას COVID-19-ის შიში გაუქრა.

მიმდინარე კვირაში გარდაბნის სოფლებში COVID-19-ის ერთბაშად რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების ჯაჭვის კვალი მალე ლილოს ბაზრობამდე მივიდა, სადაც ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი მოძრაობს.

COVID-19-ის ახალი აფეთქება: რა ხდება გარდაბნის საკარანტინო ზონაში - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ახალი აფეთქება: რა ხდება გარდაბნის საკარანტინო ზონაში

პარასკევს გარდაბნის ერთ-ერთი სოფელი კარანტინზე დაიკეტა, ხოლო ლილოს ბაზრობაზე თერმოსკრინინგი და მოვაჭრეების კორონავირუსზე შემოწმება დაიწყო. პირველი 30 ტესტიდან დადებითი აღმოჩნდა რვა.

საქართველოში დღეს ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 1131-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6183, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 302 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0