კორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevsky / გადასვლა მედიაბანკშიტესტები კორონავირუსზე
ტესტები კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 920 ადამიანი, გარდაიცვალა – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6183, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 302 პაციენტია.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 1131-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6183, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 302 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა.

ყველა ახალი ამბავი
0