„გადავწყვიტე, პირველად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია“ – ანა გაბეჩავა დუმილს არღვევს

© photo : Shakarashvili Anni / FBგიორგი შქარაშვილი
გიორგი შქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმე, საბედისწერო დაბადების დღის მასპინძელი ანი გაბეჩავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მიმოწერები, რაც მასმედიის საშუალებით გავრცელდა, თავიდანვე ცნობილი იყო გამოძიებისთვის და იყო მხოლოდ მცდელობა, რომ გაერკვია, ვინ ნახა ბოლოს გიორგი შაქარაშვილი.

მისი თქმით, პირველი ადამიანი, ვინც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაიკითხა, ის იყო და იმ დღიდან მოყოლებული ყველანაირად ეხმარება გამოძიებას.

 სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
„შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და წყალში ჩააგდეს“ – ექსპერტის სკანდალური დასკვნა
„მინდა მივმართო მედიას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ფაქტი თქვენთვის გაუგებარია და დასაზუსტებელი გახდება, შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ და თუ ეს ფაქტი ჩემთვის ცნობილია, ამომწურავად გაგცემთ პასუხს“, – წერს ანი გაბეჩავა.

18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„მთელი ქვეყნის ტრაგედია“ - გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ყველა ახალი ამბავი
0