„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 24 ივლისს

გამოწერა
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 ივლისს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და აფხაზეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 ზედა პლატოს, რომანოზ ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვლადიმერ ლობჟანიძის, სოლომონ დოდაშვილის, საექიმოს და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, იბრაჰიმ ისპაჰანელის, იოსებ გრიშაშვილის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხაზინის, თაბუკაშვილის და ფურცელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, გურიის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და ბარნოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, რეხის მე-3 ქუჩის, რეხის, ზაქრაძის და იონა მეუნარგიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, VI კვარტლების, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, დავით გარეჯელის, ხუდადოვის, გარეჯის, მექანიზაციის, ელო ანდრონიკაშვილის, მარიამ დადიანი-ანჩაბაძის და ნინო წერეთლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0