ვითარება გარდაბანში: ეპიდემიოლოგები ინფიცირების ოთხი შემთხვევის წყაროს ვერ ადგენენ

© Sputnik / Alex Shlamovეპიდემიოლოგი
ეპიდემიოლოგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კარანტინი არ გამოცხადებულა. ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პაციენტების პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენას ცდილობენ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გარდაბანში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა გამოვლინდა, ეპიდემიოლოგები ოთხი პაციენტის ინფიცირების წყაროს ვერ ადგენენ.

გუშინ ეპიდემიოლოგებმა ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება ჩაატარეს, რომელთა შედეგიც ცნობილი დღეს გახდება. გაფართოებული ტესტირებისას განსაკუთრებული ყურადღება იმ პირებს დაეთმო, რომლებიც ბაზრებში ვაჭრობენ. 

ბაზარი - Sputnik საქართველო
თბილისის ბაზრებში კონტროლი მკაცრდება - რამდენიმე მოვაჭრეს კორონავირუსი დაუდგინდა

მიუხედავად მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკისა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კარანტინი არ გამოცხადებულა. ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პაციენტების პირდაპირი და ირიბი კონტაქტების დადგენას ცდილობენ.

24 შემთხვევიდან ექვსი უშუალოდ გარდაბანში აღინიშნა, ოთხი – სოფელ ყარათაკლიაში და 14 – სოფელ ყარაჯალაში. ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევების 2% სწორედ გარდაბნის რაიონზე მოდის.

ამ რაიონში ეპიდემიოლოგებმა 1077 ადამიანს ჩაუტარეს ტესტირება, მათგან დადებითი პასუხი 24 შემთხვევაში დაფიქსირდა. 94 ადგილობრივი მცხოვრები კარანტინში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1073-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0