Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თქვენ პარიზი გელოდებათ! 23 ივლისს სპეცრეისი შესრულდება

© photo: Sputnik / Dominic Buten / გადასვლა მედიაბანკშიპარიზი
პარიზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. რეისი პარიზი-თბილისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი განრიგის მორიგი სპეცრეისია.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. პარიზში გამგზავრების ან საქართველოში დაბრუნების მსურველებს თბილისი-პარიზი-თბილისის სპეცრეისით სარგებლობა შეუძლიათ, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air 22-23 ივლისს შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების Facebook-გვერდზე.

„სპეციალურ რეისს პარიზი-თბილისი ავიაკომპანია Wizz Air 22 ივლისს, 21:20 საათზე შეასრულებს. თბილისიდან პარიზის მიმართულებით ფრენა 23 ივლისს, 09:00 საათზე განხორციელდება. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი: https://wizzair.com/“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელისუფლება თანამემამულეებს სამშობლოში აბრუნებს

საქართველოს მთავრობა მოქალაქეების ეტაპობრივად დაბრუნების პროცესს განაგრძობს. რეისი პარიზი-თბილისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი განრიგის მორიგი სპეცრეისია.

ივლისში შესრულდება კიდევ ორი სპეცრეისი: 25 ივლისს – ბერლინში, 28 ივლისს – ათენში. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება. ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

პარიზი - Sputnik საქართველო
ოჰ, ეს უცნაური პარიზი! – რა მოთხოვნებს უყენებს საფრანგეთი საქართველოს მოქალაქეებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დანიშნულ ჩარტერულ რეისებს საქართველოს მთავრობა ნაწილობრივ, არაუმეტეს 261 ათასი ევროს ფარგლებში დაასუბსიდირებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო COVID-19-ის პანდემიის დროს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაახლოებით 12,9 ათას თანამოქალაქეს დაეხმარა, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22,6 ათასზე მეტ ადამიანს.

საფრანგეთში მოგზაურობის წესები

საფრანგეთის საელჩომ რიგი მოთხოვნები გამოაქვეყნა, რომელთაც საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში შესვლისას წარუდგენენ.

საქართველოს მოქალაქეს საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები:

- ბიომეტრიული პაპორტი;

- გამგზავრების და უკან დაბრუნების ბილეთი;

- დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი;

- მოწვევის წერილი ან ოფიციალური მოწვევა;

რა პროცედურებს გაივლიან ევროპის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისას – დეტალები>>>

- საფრანგეთში ყოფნის მთელ პერიოდზე საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი, ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე;

- ქვეყანაში ყოფნის მთელ პერიოდზე გათვლილი სამედიცინო დაზღვევა.

საელჩო ასევე იუწყება, რომ თუ საფრანგეთში ბინადრობის უფლების დოკუმენტს მოქმედების ვადა 2020 წლის 16 მარტსა და 15 ივნისს შორის პერიოდში ამოეწურა, იგი 6 თვით ავტომატურად გახანგრძლივდება.

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა წევრ ქვეყნებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

საქართველომ, თავის მხრივ, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები უპირობოდ გახსნა. ხუთი ქვეყნის – გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0