„ქუთაისში მოკლულს ეს ქალი ურტყამდა დანას...“ – სოციალურ ქსელში მასაჟისტის ფოტო ვრცელდება

გამოწერა
რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი, რომლის შედეგად 31 წლის ქალი ცივი იარაღით მოკლეს, ჯერჯერობით უცნობია. სოციალურ ქსელში მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო ვრცელდება.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მასაჟისტმა ქალმა მოკლა, წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სამი დღის წინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მკვლელობისთვის დაკავებული ქალი მსხვერპლს განსაკუთრებული სისასტიკით დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახლგაზრდა დედას, ხმა ესმოდა ყველას, თუმცა არავინ მიეშველა.

„რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკველელობას ეზოდან უყურებდა? ხვალ დილამდე პასუხისგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ ყველა უკლებლივ“, – წერს ბუბა ჩივაძე.

ქუთაისში 18 ივლისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 45 წლის ბ.კ. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ქუთაისში ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ მისმა მეგობარმა ქალმა მოკლა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0