Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გაუთქმელობის ხელშეკრულება მაქვს დადებული“ – რატომ დაუდო გიორგი წერეთელმა ლოლას კონტრაქტი

© Photo: Lola Tsereteli / FBლოლა წერეთელი
ლოლა წერეთელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ლოლა წერეთელი წლების წინ სულ სხვანაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 75 კილოგრამი დაიკლო, სამჯერ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და გაიკეთა ტუჩი, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სიყვარულის შესანარჩუნებლად. ის გიორგი წერეთელს დაშორდა და კაცს ახლა სხვა ქალი უყვარს.

სარესტორნო მომღერალმა ლოლა წერეთელმა თოქ-შოუ „პროფილში“ გაამხილა, რომ ყოფილ მეუღლესთან განქორწინების დეტალებზე იმიტომ ვერ საუბრობს, რომ მასთან კონტრაქტი აქვს დადებული გაუთქმელობაზე. მომღერლის თქმით, მიზეზს ვერ ხვდება, თუ რატომ გადაწყვიტა გიორგი წერთელმა ასე, რადგან მათ ურთიერთობაში განქორწინებისას არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ამის რაიმე მიზეზი არსებობდა.

„ალბათ აღარ ვუყვარდი. ადამიანს რომ აღარ გინდა მეორე ადამიანთან ცხოვრება, ალბათ უაზრო მიზეზებს იგონებ“, - აღნიშნა ლოლა წერეთელმა.

ლოლა წერეთელმა ერთ-ერთ გადაცემაში აღიარა, რომ გათხოვებამდე სამჯერ გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და წონაში 35 კილოგრამი, ჯამში კი 75 კილოგრამი დაიკლო. რამდენიმე თვეა გახდა ცნობილი, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი დაინგრა, გიორგი წერეთელს ახალი რჩეული ჰყავს. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა.

მომღერალმა გიორგი წერეთელმა ცოტა ხნის წინ შეყვარებულთან ერთად ფოტოები გამოაქვეყნა. მისი რჩეული მომღერალი თამილა მარეხაშვილია. ისინი ერთ რესტორანში მუშაობენ. უცნობია წყვილი აპირებს თუ არა ქორწილის გადახდას. წყვილის ფოტოებს, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან.

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობდა, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0