კიდევ ათი: ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების რაოდენობა გაიზარდა

© Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანობაში ავღანეთში ადგილობრივი პერსონალისგან კორონავირუსით 38 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაინფიცირდა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. პარასკევს გერმანიის სამხედრო–საჰაერო ძალების თვითმფრინავის სპეციალური რეისით თბილისში 10 ქართველ მშვიდობისმყოფელს ჩამოიყვანენ – მათ კორონავირუსი დაუდგინდათ, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ექიმი ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სამხედროების მდგომარეობის შესახებ>>

ეს უკვე მეორე ჯგუფია ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილე სამხედროებისა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამ დიაგნოზით საქართველოში პირველი ჯგუფი – 28 სამხედრო 10 ივლისს ჩამოიყვანეს. ამჟამად ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეების სამშობლოში ორ ეტაპად გაგზავნის გადაწყვეტილება ნატოს სარდლობამ მიიღო. 28 სამხედროდან ათი უკვე გამოჯანმრთელდა და ჰოსპიტალი დატოვა.

„დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფექცია გართულებებისა და ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ინფიცირების წყარო იგივე კლასტერს – ადგილობრივ ავღანელ პერსონალს უკავშირდება. ამ დროისთვის ავღანეთში ჩატარებული შესაბამისი კვლევებით სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს კოვიდ-19 არ უდასტურდებათ“, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების განცხადებაში.

საქართველოში გამოფრენამდე ინფიცირებულები, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. ისინი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში იმკურნალებენ.

ქართველი ჯარისკაცები აღლუმზე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გორის ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა

დანარჩენი კონტინგენტი სამშობლოში დაბრუნებისთანავე ორკვირიან კარანტინში განთავსდება.

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0