„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია...“ – ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Neka Dorokashviliნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ეკრძალება ყოფილ მეუღლესთან და ბავშვთან მიახლოება. ყოფილი ცოლი ჩოგბურთელს ბავშვის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გამოძიების ვადა არა მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, არამედ ბავშვის ინტერესების დაცვისთვის გრძელდება. ინფორმაციას ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის უფლებადამცველი ანა თავხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა საქმესთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ძალადობის არაერთი ეპიზოდი, რაც საჭიროებს დამატებით დროს. ნეკა დოროყაშვილის მხარეს აქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ყველა ეპიზოდს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ნიკა ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი და მისი ყოფილი ცოლი სასამართლოში ქონებას იყოფენ

ბასილაშვილის საქმეზე, რომელიც ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ეხება, ოთხშაბათს, 15 ივლისს ჩანიშნული წინასასამართლო სხდომა გადაიდო, რადგან პროკურატურამ დამატებითი ვადა ითხოვა გამოძიებისთვის.

ამ საქმის გარდა ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სასამართლოში ქონებას იყოფენ. როგორც ჟურნალისტებს სპორტსმენის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, სამოქალაქო სარჩელზე მორიგი პროცესი ხუთშაბათს, 16 ივლისს გაიმართა და მოსამართლემ დოროყაშვილის ადვოკატს სარჩელის დაზუსტება და სამართლებრივი დასაბუთების წარდგენა მოსთხოვა.

„სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელს, ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლე შეყვარებულს პიკანტურ ფოტოს უქვეყნებს – ფოტო

ადვოკატმა უარი თქვა სარჩელის შინაარსის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ეს ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ბავშვის ინტერესებს.

ყოფილმა მეუღლემ ჩოგბურთელი ბავშვის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის გამოც ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ორი დღის შემდეგ 100 ათას ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია. მანამდე ბასილაშვილს ეკრძალება ყოფილ ცოლთან და ბავშვთან მიახლოება.

„ასეთი ცოლი კია ფითილმოკიდებული ნაღმი...“ – ნეკა დოროყაშვილის თამამი ფოტოები ბათუმიდან >>

ბასილაშვილი - მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, АТР სერიის სამი ტურნირის გამარჯვებულია. თავის კარიერაში 28 წლის ჩოგბურთელმა თითქმის 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 343 ათასი - ამ სეზონზე.

ყველა ახალი ამბავი
0