„ჩემმა გადაღებულმა ვიდეომ მკვლელი გამოააშკარავა“ – მსახიობი განცხადებას ავრცელებს

© Photo: Emergency Management Service / FBგიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვნეს
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი იპოვნეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში მსახიობი გეგა სალუქვაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მან გადაიღო ვიდეომასალა, რომელმაც მისი მეგობრის მკვლელი გამოააშკარავა.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მსახიობი გეგა სალუქვაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობართან, კალათბურთელ აჩიკო რუხაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გიორგი შაქარაშვილის მსგავსი ტრაგედია მათმა სამეგობრომაც გამოიარა.

მსახიობის თქმით, აჩიკო რუხაძე, იგივე ბაჩუ, ყოვლად უწყინარი და კაცთმოყვარე 22 წლის კალათბურთელი, 2005 წელს საბედისწერო ბანკეტზე ქუჩურმა და კრიმინალურმა მენტალიტეტმა იმსხვერპლა, თუმცა იმ დროს ყველა ღირსეულად მოიქცა, პოლიციის ჩათვალით, თანაც იმ პერიოდში არც სათვალთვალო კამერები არსებობდა და არც უშუალო მოწმე. როგორც მსახიობი წერს, მისმა გადაღებულმა ვიდეომასალამ და რამდენიმე გოგონას ღირსეულმა და უშიშარმა ჩვენებამ, ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მკვლელი გამოააშკარავა.

გიორგი შაქარაშვილის გუნდელები - Sputnik საქართველო
„საბურთალომ“ თამაშში გამარჯვება გიორგი შაქარაშვილს მიუძღვნა
„რა თქმა უნდა, მაშინაც გამოერია ბევრი ფლიდი ახალგაზრდა, მშობლებითურთ, რომლებსაც თითქოსდა არაფერი ახსოვდათ. მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, გავა დრო და ძალიან შერცხვება ყველას, შეიძლება ცხოვრებისეულ ჯოჯოხეთადაც კი გექცეთ დაფარული სინამდვილე. ამიტომ დაივიწყეთ ყველაფერი და ილაპარაკეთ სიმართლე, ამაზე დიდ საქმეს შაქარაშვილის სულის პატივსაცემად ვერაფერს იზამთ ცხოვრებაში“, – წერს მსახიობი.

18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„ამორალურია“ – პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ყველა ახალი ამბავი
0