გაირკვა დოჰა–თბილისის უახლოესი ავიარეისის შესრულების თარიღი

© Sputnik / Alexander Imedashviliკატარის ავიაკომპანიის თვითმფრინავი
კატარის ავიაკომპანიის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბილეთის შესაძენად ან არსებული ჯავშნის შესაცვლელად დაინტერესებული პირები Qatar Airways-ის თბილისის ოფისს უნდა დაუკავშირდნენ.

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ავიაკომპანია Qatar Airways სპეცრეისს დოჰა–თბილისი 17 ივლისს შეასრულებს, ნათქვამია კატარის სამეფოში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ბილეთის შესაძენად ან არსებული ჯავშნის შესაცვლელად დაინტერესებული პირები Qatar Airways-ის თბილისის ოფისს უნდა დაუკავშირდნენ ელექტრონული ფოსტის ekakauridze@ge.qatarairways.com, anberishvili@ge.qatarairways.com მეშვეობით, ან ტელეფონის ნომერზე + 995 322 439 608/09 თბილისში.

მოგზაურობა - Sputnik საქართველო
რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ საქართველოს ყველა მოქალაქე სავალდებულო ორკვირიან კარანტინს გაივლის.

თვითმფრინავი Airbus A320 დოჰადან გამოფრინდება 17 ივლისს, 20:10 საათზე, ხოლო თბილისში ჩამოვა 18 ივლისს 00:15 საათზე. დოჰაში გაფრენა 03:15 საათზეა დაგეგმილი.

ივლისში ასევე შესრულდება ხუთი სპეცრეისი ევროპის ქვეყნებიდან: 13 ივლისს – ვარშავიდან, 15 ივლისს – ბარსელონიდან, 17 ივლისს – რომიდან, 22 ივლისს – პარიზიდან, 28 ივლისს – ათენიდან. ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევროზე მეტი არ იქნება.

ფრენებს ევროპის ქალაქებიდან შეასრულებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

რა პროცედურებს გაივლიან ევროპის მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისას – დეტალები>>

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიის დროს სახელმწიფო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარა 12 720 თანამოქალაქეს, ხოლო ადგილზე დახმარება აღმოუჩინა 22 391 ადამიანს.

ყველა ახალი ამბავი
0