Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო...“– რა მოხდა ჟურნალისტის დაბადების დღემდე?

© Photo: Eka Khoperia / FBეკა ხოფერია
ეკა ხოფერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟურნალ „სითის“ რედაქტორი ეკა ხოფერია სოციალურ ქსელში დაუჯერებელ ისტორიას ჰყვება. ნახეთ, რა შეემთხვა ჟურნალისტს.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ჟურნალისტი ეკა ხოფერია გუშინ 48 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას აქვეყნებს. ჟურნალისტის თქმით, რამდენიმე დღის წინ ეგონა, რომ 49 წლის ხდებოდა.

„ჩემი სიხარულის კივილს ისმენდა მთელი სამეზობლო, ალბათ. რა მაგარია, 48 წლის ვხდები თურმე! (ციფრებთან ვერ ვარ კარგად), ამ ამბავს ყველას ისე ვუყვები, როგორც საოცრებას. თითქოს ვიღაცამ მაჩუქა ეს წელი“, – წერს ეკა ხოფერია.

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

პოპულარული ტელეწამყვანი პირველად საკმაოდ პატარა ასაკში დაოჯახდა. მისი თამამი ნაბიჯი უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. პარალელურად ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტი იყო და პროფესიულ გამოწვევებს სირთულეების გარეშე უმკლავდებოდა. გამოწვევებთან ერთად ეკა ახალ მწვერვალებს იპყრობდა. ტელეწამყვანი მეორედ ექიმ მიშა ხუჯაძეზე წლების წინ დაქორწინდა და ისინი საფრანგეთში ცხოვრობდნენ. ეკა იხსენებს, რომ ანანოს მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობა გაუჩნდა, მაგრამ მიშას გულწრფელობამ და სიკეთემ ყველაფერი შეცვალა. ახლა გოგონა და დედის ახალი რჩეული მეგობრები არიან.

View this post on Instagram

ჩქიმ ზუგდიდი❤️

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია „იმედში“ ბოლო სამსახური დატოვა, მისი ცხოვრება ახალი გამოწვევების ფონზე განვითარდა. ტელევიზიის გამოჩენილი სახე ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ეკამ ჟურნალის შეფ-რედაქტორობას მოჰკიდა ხელი. მან ჟურნალი „სითი“ დააფუძნა, რომელიც 9 წელია ბაზარზე დიდი წარმატებით სარგებლობს. მორიგი უახლესი სურათი ჟურნალ „სითის“ ახალ ნომერში მოხვდება. ეკა ხოფერია უმცროს ვაჟებთან ერთად პოზირებს. ჟურნალი ფაქტობრივად მის მეოთხე შვილად იქცა. პატარა „ხუჯიკებზე“ ფეხმძიმობის დროს გაჩენილმა იდეამ ძალიან მალე იპოვა საკუთარი ადგილი ქართულ ბაზარზე.

View this post on Instagram

Me and my khujiks ) for @citymagazineofficial @kidsgallery.ge photo @anna_kostomarova

A post shared by Eka Khoperia (@ekakhoperiacity) on

პოპულარული ჟურნალისტი თანამედროვეობას თვალს უსწორებს და სოციალურ ქსელში მიკრობლოგს უფრო ააქტიურებს. ყველასათვის საყვარელ ეკა ხოფერიას სამი შვილი ჰყავს. როგორც თავად ჰყვებოდა, ტელევიზიაში მუშაობისას ბავშვებთან ხშირად კომუნიკაციას ვერ ამყარებდა, რის გამო ძალიან ღელავდა. ახლა ტელეწამყვანს ახალი პროფესია აქვს. გამოცდილმა ჟურნალისტმა ახალი გამოწვევა რამდენიმე წლის წინ მიიღო, როცა ბომონდური ჟურნალის „სითის“ მთავარი რედაქტორი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0