Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე გამოიყურებოდა თინეიჯერი ჯანეტ ქერდიყოშვილი – მოდელი ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

© Photo: janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელმა და ცნობილი პროდიუსერის მეუღლემ სოციალური ქსელის მომხმარებლები კიდევ ერთხელ გააოცა. აღმოჩნდა, რომ თინეიჯერი ჯანეტი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

ცნობილი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტანსაცმლის მაღაზია გახსნა, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით პოპულარული „მის საქართველო“ ცნობილ პროდიუსერთან ქორწინების შემდეგ გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს მათ შესახებ მცირე დეტალიც კი აინტერესებთ, ამიტომ წყვილი ხშირად პასუხობს საზოგადოების შეკითხვებს სოციალურ ქსელში.

View this post on Instagram

#🌸 #loveistheanswer #myuniverse

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

ცოტა ხნის წინ მოდელს, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს, „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებმა“ თინეიჯერობის ფოტოს გამოქვეყნება სთხოვეს. ჯანეტმაც „სთორიზე“ ორი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ „მის საქართველო“ ვიზუალურად შეცვლილი არ არის.

ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ერთად და ცალ-ცალკეც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

View this post on Instagram

My pure ♥️. #loveistheanswer #georgia

A post shared by Janeta Ker (@janetkerdikoshvili) on

ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. მას ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. საშკა 16 წლისაა, ლიზა – 12-ის.

ყველა ახალი ამბავი
0